პროექტის დეტალი

წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება პანკისის ხეობაში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 19, 2024 ჩართული მოხალისეები: 25 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება” დაფუძნდა 2024 წლის იანვრის თვეში, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა სკოლების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებაა., საზოგადოება საკუთარი წარმომადგენლებისა და ელჩების საშუალებით მოახდენს წიგნიერების გავრცელებას საქართველოს რეგიონებში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე, პანკისის ხეობიდან, მე მუსლიმ ბორჩაშვილი აღნიშნული საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენლია, რომელიც რეგიონში წიგნიერების მიმართულებით ვმუშაობ. ეს წოდება ჩემთის, ჩემი რეგიონისთვის და თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ წარმომადგენლებად ირჩევს ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ მნიშვნელოვან და საჭირო საქმიანობებს თავიანთ რეგიონებში, ასევე წიგნიერ და აქტიურ ადამიანებს.საზოგადოება ასეთ ადამიანებს გადასცემს ორი ტიპის უფლებამოსილებას: ელჩი ან წარმომადგენელი. ,,3-4 წელია რაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ახალგაზრდებთან აქტიურად ვმუშაობ მნიშვნელოვან საკითხებზე, განსაკუთრებით კი პანკისელ ახალგაზრდებთან, ჩემს თანატოლებთან., ყოველთვის ვცდილობ ამ ახალგაზრდების სხვადასხვა პროექტებში და აქტივობებში ჩართვას. სოც. ქსელში შევქმენი FaceBook გფუფი – ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” წარმომადგენლობა პანკისის ხეობაში, რომელმაც, ზუსტად ერთ კვირაში, დიდი პოპულარობა მოიპოვა. ასევე, გადავწყვიტე, რომ შემექმნა ჩემი გუნდი, რომელიც დღეს უკვე ათამდე ახალგაზრდას და ძალიან ბევრ მოხალისეს აერთიანებს. თითოეულს გადავეცი საჭირო საქმიანობა და ახლა ჩემს გუნდთან ერთად  პანკისის ხეობაში არსებულ ყველა სოფელში 2 მოხალისე გავუშვით, ჩემს გუნდთან და მოხალისეებთან ერთად ხეობის სხვადასხვა სკოლებს ვსტუმრობთ და ვამარაგებთ წიგნებით, ჩავუტარეთ სხვადასხვა ტრენინგები. გვაქვს უამრავი საინტერსო გეგმა. იმედი მაქვს, რომ თითოეულ იდეას ექნება დიდი პროგრესი და შედეგი.“.

10-11 თვეა რაც პანკისის ხეობაში წიგნიერებას ვავრცელებთ და არა მარტო პანკისის ხეობაში, ასევე ვცდილობთ კამპანია იყოს კახეთის რეგიონში უფრო ფართო მასშტაბიანი, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა წარმომადგენლებთან და ელჩებთან სხვადასხვა რეგიონებში. გუნდში გვყავს 20-25 მოხალისე.

ჩვენი ძირითადი მხარდამჭერები არიან: ბიბლუსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება, გიორგი კეკელიძე - ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ადგილობრივი და სხვა გავლენიანი ორგანიზაციები, პედაგოგები და ა.შ.
გვჯერა რომ წიგნიერებას ყველგან გავავრცელებთ.