პროექტის დეტალი

წიგნის პრეზენტაცია რიგით II

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

არაჩვეულებრივი წიგნის პრეზენტაცია ვალის ბიბლიოთეკაში: ნანი მანველიშვილის "არ დამივიწყო"! 
25 აგვისტოს ვალის ბიბლიოთეკა -ში მოეწყო -  ნანი მანველიშვილი  -ის წიგნის „არ დამივიწყო“-ს პრეზენტაცია, რომელსაც სიამაყით ვუძღვებოდი მე.
ჩვენი თემის ახალგაზრდებს გავაცანი ინფორმაცია, ნანის ამ არაჩვეულებრივი წიგნის შესახებ და ასევე მისი სხვა წიგნის " ოდისევსის სინდრომის" შესახებ 
პრეზენტაციაზე მონაწილეებს გავუზიარე ჩემი შეხედულება და დამოკიდებულება ამ საოცარი რომანის მიმართ. 
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ამ პრეზენტაციის დასასრულს, მოვაწყე სახალისო ვიქტორინა, რომელშიც პრეზენტაციიდან გამომდინარე იყო კითხვები დასმული.
 გამოვავლინე ვიქტორინაში გამარჯვებული: ნიკოლოზ გიორგაძე და გადავეცი სიმბოლური საჩუქარი წიგნების სახით. 
ეს შეხვედრა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ წიგნის პრეზენტაცია!










პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა