მე ვარ ხატია გიორგაძე IX კლასის მოსწავლე, 14 წლის, ასპინძიდან. როდესაც გავიგე ამ პროექტის შესახებ ძალიან დავინტერესდი და გადავწყვიტე გავმხდარიყავი Helping Hands-ის მოხალისე. ამჟამად მეორე პროექტის განხორციელების პროცესში ვარ. გადავწყვიტე დავეხმარო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ,რომლებმაც ისეთი განათლება ვერ შეიძინეს (კოვიდის გამო)როგორიც ჩვეულ სასწავლო პროცესში მიმდინარეობდა, ამიტომ ვგეგმავ რომ მათემატიკის (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა) მხრივ დავეხმარო და ოდნავ მაინც გავუღრმავო ცოდნა