პროექტის დეტალი

უსახლკარო ძაღლთა თავშესაფარი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2023 ჩართული მოხალისეები: 25 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში საჯარო კვლევის შედეგად ქალაქში გამოიკვეთა მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, მე და ჩემმა გუნდმა კი დავიწყეთ მზადება მოცემული პრობლემის გადაჭრისთვის. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს კერძო და სახელმწიფო სექტორებთან, მოლაპარაკების შედეგად კი საბოლოო შეხვედრაზე მივედით საბოლოო დასკვნამდე. შეხვედრას ესწრებოდნენ მიუსაფარი ცხოველების საკითხით დაინტერესებული პირები. აზრთა გაცვლის მეშვეობით გადაწყდა ჭიათურაში მობილური კლინიკის ჩამოყვანა, რომელიც უზრუნველყოფს მიუსაფარი ცხოველების კასტრაციას.