2-ჯერ ვესტუმრე მიუსაფარ ბავშვთა 24-საათიან ცენტრს ''ნიუ ვიჟენს'', მოხალისეების ჯგუფთან ერთად. თითო შეხვედრა გაგრძელდა 2 საათს, ჯამში 4 საათი.
ბავშვებს სურვილისამებრ მივუტანეთ წიგნები, სახელმძღვანელოები და გასართობი ნივთები. სპეციალურად მათთვის შევადგინეთ ინტერაქციული თამაშები და ძალიან იმხიარულეს. ჩვენი მიზანი მოწყვლადი ჯგუფების გააქტიურება და მათი საჭიროებების კვლევა იყო.