სოფელ ჩაქვის N1საჯარო სკოლა ზურაბ გორგილაძის სახელობისა და სკოლა ამით დიდად ამაყობს.ეს სიამაყე კიდევ უფრო გაორმაგდა ბატონ ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით. კლუბ არტემისის წევრების აქტივობით მოსწავლეები ზ.გორგილაძის სახლმუზეუმის ეწვივნენ.აქ ბევრი რამ იყო დასათვალიერებელი-პირველ რიგში ბატონ ზურაბის პირადი ნივთები, რომლებიც როგორც ცნობილ აჭარელ პოეტს უყვარდა,საკიდარზე იყო ჩამოკიდებული,საწოლის გვერდზე სკამი,პირველადი მოხმარების ნივთებით,ასევე პოეტის ბევრი სურათი,ზოგი ნახატი,ზოგიც -ფოტო,აქვე იყო მისი სტელა.
ეს მუზეუმი მდებარეობს მის სოფელში-გორგაძეებში, რომელშიც ბავშვობაში ცხოვრობდა და სიცოცხლის ბოლოჟამს ხშირად სტუმრობდა.ორსართულიანი სახლი ლამაზ მდელოზე დგას და ლამაზი აივანი ამშვენებს