პროექტის დეტალი

სხვა სკოლასთან სტუმრობა  და სკოლის ბიბლიოთეკის მონახულება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 16, 2022 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩაქვის საჯარო სკოლაში არსებული კლუბის არტემისის წევრები სასკოლო პირობების  და საქმიანობის  (გამოცდილების) გაზიარების მიზნით გორგაძეების სკოლას ეწვივნენ.გორგაძეების სკოლამ ადრეც უმასპინძლა არტემისელებს,თუმცა შიდა სამზარეულოს გაცნობა აქამდე ვერ მოხერხდა.ამჟამად არტემისის წევრები დაინტერესებულები იყვნენ,თუ როგორი მრავალფეროვნებით გამოირჩევა გორგაძეების სკოლის  ბიბლიოთეკა,რამდენად გამოირჩევა ამ სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვით დაინტერესებულები და  შეიძლება ითქვას,რომ მოლოდინმა გაამართლა.მოლოდინი კი იმან გააჩინა,რომ  ვისაც ეს სკოლა უნახავს დარჩებოდა აღფრთოვანებული,რადგან ეს არის ორსართულიანი , გარემონტებული,მყუდრო შენობა,ლამაზი ეზოთი.ბიბლიოთეკა აღმოჩნდა მრავალწიგნიანი.წიგნები თაროებზე იყო მოწესრიგებულად განლაგებული და დაცული იყო სისუფთავე.დამთვალიერებლები აღაფრთოვანა წიგნების საინტერესო რეპერტუარმაც.

" არტემისელები" მოუწოდებენ ყველას,რომ შეიყვარონ კითხვა