პროექტი
პროექტის აღწერა
16 თებერვაალს ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ სივრცეში ავდგილობრივ მოზარდებს ჩავუტარე შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა კონფლიქტებზე. დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებში მრავლლად ვხვდებით სხვადასხვა ხასიათის კონფლიქტებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კი მნიშვნელოვანია, რომ საკითხს ახლოდან ვიცნობდეთ. ხშირად ბავშვებს თავისუფალ გარემოში სჭირდებათ მსგავს საკითხებზე მსჯელობა და გაანალიზება, რათა შემდგომში მოახლოებული საფრთხე და პრობლემები თავიდან აიცილონ.
აღნიშნული შეხვედრის მიზანიც სწორედ მოზარდების ცნობიერების ამაღლება იყო, რათა შემდგომში შეეძლოთ პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარება. ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა 13 სკოლის მოსწავლე, მათგან 10 მოხალისე. საკითხს უკეთ გასაანალიზებლად გამოვიყენე პრეზენტაცია, გონებრივი იერიში და როლური თამაშები.