პროექტის დეტალი

სოფლად მცხოვრები ბავშვების ჩართულობის ამაღლება პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ.

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2022 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

23,24, 27 და 30 მაისს ონის მუნიციპალიტეტის ჰელფინგ ჰენდის მოხალისეთა კლუბის წევრებთან ერთად განვახორციელე ჩემს მიერ ინიცირებული პროექტი. პროექტის ფარგლებში ვესტუმრე მაღალმთიანი სოფლის სკოლებს, სადაც მოხალისეებთან ერთად სოფლად მცხოვრებ ბავშვებს მივეცით საშუალება სიტუაციური ამოცნაბეის და დისკუსიების მეშვეობით ახლოს გაცნობოდნენ და აემაღლებინათ ცნობიერება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
  1. მოხალისეობა და მისი არსი, მისი დადებითი მხარეები;
  2. წყალი და სანიტარია;
  3. რა არის ჰიგიენა;
  4. ვირუსის პრევენცია;
მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან რეგიონში საკმაოდ დაბალია არაფორმალურ განათლებაზე წვდომა. გარდა ამისა, დაბალია ინფორმირებულობა ისეთ აქტიუალურ თემებზე, როგორიცაა მოხალისეობა, ჰიგიენა ვირუსის პრევენცია და ა.შ. ჩემს მიერ წამოწყებული პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სოფლად მცოხვრები ბავშვების ინფორმირება და მგრძნობელობის გაზრდა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის განმავლლობაში ვესტუმრე სოფელ ღარის, შეუბნის გლოლის და უწერის საჯარო სკოლებს.
აღსაღნიშნავია რომ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობდით ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომელმაც უზრუნველყო ტრანსპორტირების საკითხი. ჯამში ოთხივე შეხვედრას დაესწრო 55 სკოლის მოსწავლე, 15 მოხალისე, 10მდე მასწავლებელი.