15 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთხაში გავმართე შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან. ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა უკავშირდება მოზარდებში ნატო-ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ვინაიდან აღნიშნული საკითხი დღესდღეობით ძალიან აქტიუალურია ვთვლი, რომ ახალ თაობაში ცნობიერება მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს. მოგეხსენებათ რაჭა მაღალმთიანი რეგიონია, ამიტომ ხშირად მოზარდებს არ აქვთ წვდომა არაფორმალურ განნათლებაზე, სწორედ ეს გახდა მიზეზი მათთან ჩამეტარებინა შემეცნებითი ხასიათის აქტივობა. გარდა ამისა უკრაინაში განვითარებბულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა აღნიშნული საკითხების გააზრებულად ცოდნის აუცილებლობა.
სესიაზე მოზარდებთან განვიხილე :
- ორგანიზაციების სტურქტურა;
- მუშაობის მექანიზმი;
- ნატო-ევროკავშირი საქართველოთან მიმართებაში
- ევროინტეგრაციის საკითი;
აღნიშნულ შეხვედრასს ესწრებოდნენ ონის მუნიციპლაიტეტის ქალთა ოთახის თანამშრომლები, 15 სკოლის მოსწავლე და ნატო-ევროკავშირის საინფრომაციო ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენს რეგიონში- თამარ გოგოლაძე.