6 ივლისს, განხორციელდა ვიზიტი გლდანში არსებულ მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარში,
სსიპ თბილისის N71 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,კანუდოსის" და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაცია "Helping Hand"-თან თანამშრობლობითა და ორგანიზებით.
მოხალისეებმა ბავშვებთან ერთად ითამაშეს გასართობ-შემეცნებითი თამაშები. აქტივობის დასასრულს კი, ერთად ისაუბრეს მოხალისეობაზე და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. პროექტის განხორციელების ვადა : 1 დღე. დეტალური ფოტოები იხილეთ ჩემს ფეისბუქზე.
