პროექტის დეტალი

მოხალისეობა

გამოყვეყნების თარიღი: Nov 19, 2023 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

სათემო განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა, მოხალისეების ჩართულობა და განვითარებაა.
ამ პროექტის საშუალებით მინდა სასკოლო საზოგადოებას გავაცნო ის შესაძლებლობები, რაც მათ მოხალსეობრივი საქმიანობის შესრულებისთვის დაეხმარება.
პროექტისათვის განკუთვნილ ძირითად აქტივობას ინფორმირება და ჩართულობა წარმოადგენს, ამ ყოველივეში კი იგულისხმება: მოხალისეობრივი საქმიანობა; ორგანიზაციების გაცნობა, რომლებიც მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფენ (ჰელფინგ ჰენდი, წითელი ჯვარი..), მოხალისეობრივი აქტივობების დაგეგმვა.
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან და ჩაერთვებიან აქტივობებში, როგორიცაა:
  • გავეცნოთ- რა არის მოხალისეობა?
  • რომელი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ მოხალისეთა დასაქმებას
  • გავეცნოთ- Helping hand, Georgia red cross
  • დავგეგმოთ და განვახორციელოთ მოხალისეობრივი აქტივობები
აღნიშნული პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივაწოდოთინფორმაცია მოხალისეობის შესახებ, გამოვიწვიოთ დაინტერესება მათში და განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობები მოხალისეთა ჩართულობისთვის.