პროექტის დეტალი

ბავშვთა განვითარება სპორტში.

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2023 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პატარაობიდანვე მიყვარდა სპორტი და ვიყავი აქტიური, 2 წლის წინ შევედი ქალთა საფეხბურთო გუნდ ეძანში და დღემდე ამ გუნდში ვთამაშობ. ჩემთვის სპორტი ყველაფერი ერთად არის განვითარება, გართობა, და ზრუნვაც. ვხედავდი სკოლაში ბავშვები რომლებიც ვერ ახერხებდნენ ურთიერთობას მაგრამ სპორტისადმი ქონდათ ინტერესი, გადავწყვიტე შემეკრიბა გუნდებად გოგონების და ბიჭების. ჩემი სახსრებით შევიძინე ბურთი და ფიშკები, ვავარჯიშებდი, ყოველდღე ვითარდნებოდნენ და ვითარდებიან კიდევაც, ბავშვებმა ისწავლეს ურთიერთობა და გუნდურობა, დამეგობრდნენ. წალკაში ტარდებოდა სხვადასხვა ტურნირები და მიმდებარე სოფლებშიც, არ გვქონდა საშვალება რომ გვექირავებინა ტრანსპორტი და ჩემი თხოვნით მამიკო თავისი ხარჯებით გვატარებდა ყველა თამაშზე და ხელს გვიწყობდა. დავდივართ ხან ვიგებთ ხან ვაგებთ მაგრამ ყოველი თამაში უფრო გვზრდის და გვაძლევს გამოცდილებას, მინდა მქონდეს მეტი საშვალება, მქონდეს ბურთები, მქონდეს სავარჯიშოები და გამართული სტადიონი რომ ბავშვებმა ნაკლები დაზიანებები მიიღონ ბავშვებს უფრო მეტის შესაძლებლობა ქონდენ სხვადასხვა თამაშებზე უპრობლემოდ გასვლისთვის.