პროექტის დეტალი

საახალწლო კარნავალი

გამოყვეყნების თარიღი: Dec 27, 2023 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

27 დეკემბერს,სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის ინიციატივით მოვაწყეთ "საახალწლო კარნავალი 2023", რომელშიც მონაწილეობა VII, VIII, X და XII კლასებმა მიიღეს. კარნავალზე თითოეული კლასი წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც თავად მათ შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს.
VII კლასი-თურქეთი
VIII კლასი- ინდოეთი
X კლასი- საქართველო
კარნავალის დასაწყისში უშუალოდ გავეცანით თეორიულ ინფორმაციას ინდოეთსა და საქართველოზე, მათ კულტურაზე, კერძებზე, ცეკვებსა თუ სიმღერებზე.
VII, VIII და Xკლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შერჩეული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ცეკვები და სიმღერები. კარნავალის დასასრულს კი ფერადი გასასროლებით ავღნიშნეთ დამდეგი 2024 წელი და კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ჩვენი საახალწლო კარნავალი კიდევ უფრო გაალამზა, არაჩვეულებრივად მორთულმა დარბაზმა, რომლის მორთულობამაც შეგვიქმნა სასიამოვნო წინასაახალწლო განწყობა.
ბევრი ფოტოებითა და საახალწლო განწყობით აღვსილებმა შევაჯამეთ 2023 წელი და ახალი ენერგიებით ვეგებებით 2024 წელს! ცვლილებებისა და წარმატებების 2024 წელს!