ქ.ვალის N1 საჯარო სკოლაში, ჩავატარე "ჯანსაღი ცხოვრების წესის" რიგით მეორე აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა საბაზო საფეხურის(VII,VIII) მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობას.
შეხვედრის პირველ ეტაპზე, მოსწავლეებს გავაცანი თეორიული ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მეორე ეტაპზე კი უშუალოდ საინფორმაციო ვიდეოთი შევაჯამეთ ჩვენი ცოდნა, ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით.