სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში გაიმართა მასტერკლასი თემაზე_ ქართული კალიგრაფია.

შეხვედრას უძღვებოდა ისტორიკოსი, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი ნესტან ბაგაური.

მოსწავლეებმა იმოგზაურეს კალიგრაფიული ხელოვნების თავგადასავალში. მოისმინეს უძველესი ხელნაწერების შექმნის ისტორია, სიძველეშეპარული აქსესუარებით თავადაც შექმნეს ნამუშევრები. შეხვედრა დააორგანიზა მოხალისე ნია ტაკიძემ.
