პროექტის დეტალი

მხიარული სტარტები

გამოყვეყნების თარიღი: Apr 05, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიმდინარე პროექტის "ჯანსაღი ცხოვრების წესის" ფარგლებში, გაიმართა სპორტული შეჯიბრება სახელწოდებით: "მხიარული სტარტები", რომელშიც VIა და VIბ კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. 
პროექტის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკული ნაწილითაც გავამდიდრეთ და სახალისო, გამაჯანსაღებელი აქტივობის მეშვეობით, კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.