პროექტი
პროექტის აღწერა
ქ.ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში ჩავატარე შეხვედრა სახელწოდებით ,,9 აპრილი - ტრაგედიისა და გამარჯვების დღე", რომელსაც ვახორციელებთ თვითმმართველობა პროექტის ,,ვიცნობდეთ გმირებს" ფარგლებში. შეხვედრაზე განვიხილეთ 9 აპრილი, მისი გამომწვევი მიზეზები, ვუყურეთ რამდენიმე საინფორმაციო ვიდეოს და საბოლოოდ გავმართეთ დისკუსია ამ თემის გარშემო. პროექტში ჩართულნი იყვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები და მათთან ერთად შედგა ძალიან საინტერესო, ინტერაქტიული და პროდუქტიული დღე. პრეზენტაციის ხანგრძლივობა იყო 1 საათი.