პროექტის დეტალი

გარემოს დაცვა, რესურსების შენარჩუნება და ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა

გამოყვეყნების თარიღი: Apr 21, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

დღეს 21 აპრილს გაკეთდა პრეზენტაცია რაბათის ახალციხის დასახლების ბიბლიოთეკაში, დამსწრე საზოგადოების რაოდენობა დაახლოებით 15 კაცს შეადგენდა. პრეზენტაცია განიხილავდა 3 ძირითად ასპექტს— გარემოს დაცვას, ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და რესურსების შენარჩუნებას. მოხალისეებმა დამსწრე საზოგადოებას ზეპირსიტყვიერად და სლაიდშოუს სახით გააცნეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა, თუ რაოდენ დიდ როლს ასრულებს იგი ადამიანის ცხოვრებაში, რა უპირატესობები გააჩნია მას და თუ არ მოვუვლით გარემოს და არ გადაჭრის ადამიანი პრობლემებს რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს და როგორ ავირიდოთ გარემოს დეგრადაციის პრობლემა.
ამავდროულად მოხალისეებმა განიხილეს 3 მთავარი პრობლემა: გარემოს დაბინძურება; ტყეების განადგურება და კლიმატის ცვლილება და გადაჭრის გზები პრობლემების თავიდან ასარიდებლად. შემდგომ განიხილეს ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიური ასპექტის ღირებულება და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების გზები.


აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.
აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.
აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.