ამ დღის აღსანიშნავად სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში, მოვაწყეთ, დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, სადაც VI-X კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. წარმოდგენილი გვქონდა: •პრეზენტაცია დედამიწის დღეზე, მისი დაარსების ისტორიასა და მნიშვნელობაზე; •X კლასელმა მოსწავლემ წარმოგვიდგინა ვიდეორგოლი, სადაც ის განმარტავს დედამიწის დღის მნიშნელობას და მიზანს; • ანიმაცია, სადაც ჩანს თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას; •VI;VIII კლასის მოსწავლეთა ნახატების პრეზენტაცია.
თეორიული ნაწილის შემდეგ გადავინაცვლეთ სკოლის გარე ტერიტორიაზე და მოვაწყეთ სახალისო, პრაქტიკული, გუნდური აქტივობები, რომლებიც მოიცავდა შემდეგს: ფერადი ცარცებით სკოლის ტერიტორიის მოხატვა; ბუნებაში დამალული ნივთების პოვნა; ფურცელზე დაწერილი აქტივობის ჟესტიკულაციით ახსნა; სპორტული აქტივობა "ხელბურთის თამაში".