ქ.ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნება! ამ დღისთვის კლიმატ კლუბისა და თვითმმართველობის კოლაბორაციით შედგა მეტად საინტერესო შეხვედრა, სადაც:
1)განვიხილეთ დედამიწის დღე და მისი მნიშვნელობა;
2)მოსწავლეებს მიეცათ დრო, რათა გაეკეთებინათ პროექტი გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და შემდგომ მათ წარადგინეს თავიანთი იდეები აუდიტორიის წინაშე;
3)გვქონდა სახალისო აქტივობა ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ხანგრძლივობა იყო 1 საათი.



