პროექტის დეტალი

,,ვიცნობდეთ გმირებს" - ვლადიმერ გოგუაძე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 23, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

სსიპ ქალაქ ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში გრძელდება პროექტი ,,ვიცნობდეთ გმირებს". დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული გმირის, ვლადიმერ გოგუაძის მოღვაწეობა. როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა: ,,ვალოდია ამოზრდილი იყო ქართული ეპოსითგან, ფესვმაგარი, მტკიცე, ურყევი, უდრეკი, უტეხი, უშიშარი: როგორც თავგამოდებული მებრძოლი თავისუფლებისათვის სამშობლოისა. თვითონ ჯავშანი - საარაკო ბელადი შემმართებელი ,,ჯავშნოსანისა". არავითარი სიძნელის წინაშე არ დამხევი - ძალაყრით მოშვიდული, ყოველი დაბრკოლების გადამლახავი". სწორედ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიცნობდეთ მათ, ვინც საქართველო დღემდე მოგვიტანა!
პრეზენტაციის ხანგრძლივობა იყო 1 საათი.