პროექტის დეტალი

„ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“

გამოყვეყნების თარიღი: Apr 30, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მოზარდები ნაკლებად იცნობენ სხვადასხვა პროფესიებს, ზოგიერთი მათგანის არსებობაზე კი წარმოდგენაც არ აქვთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში არ არსებობს პროფესიული ან სახელობო სასწავლებლები და ნაკლებად ტარდება ღია კარის დღეები. პროფორიენტაციისათვის კი საჭიროა სწორი მოტივის შერჩევა. მოზარდს უნდა ჰქონდეს გარემო რომელიც შრომით ბაზარზე არსებული პროფესიული სპექტრის შესახებ სრულ ინფორმაციას მისცემს. ამ მიზნით ქალაქ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში შექმნილია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა გაერთიანება, რომლის ერთობლივი პროექტის „ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებებისა. 2024 წლის 19 თებერვალს, ქალაქ ჩხოროწყუს ვახტანგ ფირცხელავას სახელობის N2 საჯარო სკოლის მე 10 კლასი ესტუმრა ქალაქ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტს. უნივერსიტეტმა შესანიშნავად გვიმასპინძლა ბევრი ახალი ინფორმაცია და გამოცდილებები გაგვიზიარა. დაწესებულების თანამშრომელმა თამარ ლუკავამ გვესაუბრა თუ რა პროფესიების დაუფლება არის შესაძლებელი ჩვენი რეგიონის ყველაზე დიდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - სსიპ შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმჭიფო უნივერსიტეტში. დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, კაბინეტ-ლაბორატორიები, აუდიტორია იმიტირებული სასამართლოსთვის, საკონფერენციო დარბაზი, სააქტო დარბაზი, ელექტრონული ბიბლიოთეკა.