პროექტის დეტალი

,,გავიცნოთ სამხრეთ კორეა,,

გამოყვეყნების თარიღი: Apr 30, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

სამხრეთ კორეა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობი ქვეყანაა. მის გასაცნობად კი ჩავატარეთ პატარა ღონისძიება და საინტერესო ინფორმაციები გავუზიარეთ ერთმანეთს.
KPOP- ისა და დორამების წყალობით სამხრეთ კორეის რესპუბლიკა დიდი პოლულარობით სარგებლობს. ღონისძიებაზე კი აუდიტორია უფრო ღრმად გაეცნო კორეის კულტურას, ტრადიციებს, სამზარეულოს, ადათ- წესებს.
 მოსწავლეებმა წარმაოდგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ძირითად აქტუალურ საკითხებზე. ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე თუ საიდან დაიწყო მათთვის კორეის გაცნობა. იქნებოდა ეს ენა, KPOP , ფილმები, არქიტექტურა, სამზარეულო თუ სხვა.
სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი , დასვეს ბევრი კითხვა.
მოსწავლეებმა შეასრულეს კორეული თანამედროვე ცეკვები და მოხიბლეს მთელი აუდიტორია.
აჩვენეს კორული ანბანი და ყველა მონაწილეს დაუწერეს საკუთარი სახელები კორეულ ენაზე.
ღინისძიების ბოლოს, არაფორმალურ ნაწილში გაიმართა კორიული ტრადიციული საკვების მასტერ კლასი _ მოსწავლებმა საკუთარი ხელით დაამზადეს კიმბაბი, გასინჯეს კიმჩი და ქუჩუჯანი ( მწარე წიწაკის პასტა). ღნისძიების ბოლოს კი საზეიმოდ დაიჭრა ტორტი.
ღონისძიებამ ყველასათვის საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება,
მათ შეადარეს და იპოვეს მსგავსება და განსხვავება საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის.