პროექტის დეტალი

გემობანა

გამოყვეყნების თარიღი: May 01, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი ,,გემობანას,, ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ითამაშეს სახალისო, შემეცნებითი თამაში სკოლის მიმდებარე ტერიოტიაზე სადაც ჩართული იყო 6 კლასი, 130-ზე მეტი მოსწავლე. თამაშში მონაწილეობა მიიღო 10მდე მასწავლებელმაც. ეზოს ტერიტორიაზე განაწილებული იყო 8 მასწავლებელი რომლებსაც ეჭირათ 4 ელემენტი (წყალი, საკვები, საწვავი, ქვემეხი). 
ეზოში ასევე განაწილებული იყო 6 კლასი. ყველა კლასი საკუთარ ბაზაში იმყოფებოდა თამაშის მსვლელობისას.
ჯგუფების მისიაა მოიპოვონ ოთხი ელემენტი (წლალისაკვებისაწვავიქვემეხი) (რომელი ეზოში იქნება განაწილებულიდა ამით დაიწერ 1 ქულა.
    
      ~თამაშის პირობა:

  • თამაშის დაწყებისას ყოველი ჯგუფიდან გამოდის 3 მოსწავლე. (სხვები ბაზაში რჩებიან)

ისინი ვალდებულები არიან ხელები ჩაკიდონ ერთმანეთს და ისე იმოძრაონ ეზოს ტერიტორიაზე.  

(თუ ისინი შემთხვევით ხელებს მოაშორებენ ერთმანეთს უკან ბაზაში ბრუნდებიან და თავიდან იწყებენ მოძრაობას) 
ჯგუფიდან გამოსული მოსწავლეები ცდილობენ მოიპოვონ ოთხი ელემენტიდან ერთერთიამისათვის კი მირბიან ეზოში განაწილებულ 8 მასწავლებელთანმასწავლებლებს უჭირავთ ელემენტის ბარათები. 

  • მასწავლებელი უსვამს კითხვას სამივე მოსწავლეს და სწორი პასუხის შემთხვევაში აძლევს !ხელმოწერილ! ბილეთს. (თუ ბილეთი არ იქნება ხელმოწერილი ან იქნება დაზიანებული მას მთავარ ბაზაში არ მიიღებენ და არ ჩაუთვლიან.
  • ბილეთის მიღების ან ვერ მიღების შემთხვევაში მოსწავლეები ვალდებულები არიან დაბრუნდნენ ბაზაში (მათ არ შეუძლია სხვა მასწავლებელთან მისვლა მანამ სანამ ბაზაში არ მივლენ)
  • უკან დაბრუნებული 3 მოსწავლე შედის ბაზაში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის სხვა 3 მოსწავლე ბაზიდან. 
  • ჯგუფიდან მხოლოდ 3 მოსწავლეს შეუძლია ბაზიდან გასვლა. 
  • მოსწავლეებს ეკრძალებათ სირბილი. მათ მიუწევთ ლაღი ჩორთით გადაადგილება.
  • თუ ჯგუფი მოაგროვებს ოთხივე ელემენტის ხელმოწერილ ბარათს (წყალი, საკვები, საწვავი, ქვემეხი)

მაშინ ჯგუფიდან გადის ერთი (წინასწარ შერჩეული) კაპიტანი. 

კაპიტანი იქნება მოსწავლე რომელსაც მარტო მოძრაობა შეეძლება. ის მოძრაობას იწყებს მხოლოდ მაშინ როცა ჯგუფს ოთხივე ბილეთი მოპოვებული ექნება. 

კაპიტანი აიღებს თავისი ჯგუფის ოთხივე ბილეთს და ლაღი ჩორთით გარბის !მთავარი ბაზისაკენ!.  (მთავარ ბაზაზე იქნება წინასწარ შერჩეული მასწავლებელი რომელიც დაითვლის ქულებს) 

კაპიტანი გადასცემს ბილეთს მასწავლებელს, ის გადაამოწმებს ხელმოწერის არსებობას და დაუდასტურებს. 

ამით გუნდი 1 ქულას იღებს. 

(გუნდი აგრძელებს მოძრაობას და ცდილობს კიდევ ბევრი ქულის დაგროვებას) 

  • ამის შემდეგ კაპიტანი ბრუნდება თავის ბაზაში და იწყებს ინდივიდუალურად მოძრაობას.

ის თავისი ჯგუფის 3 მოსწავლის გარეშე ცდილობს ბილეთების მოპოვებას. 

ყოველი კითხვის შემდეგ (არ აქვს მნიშვნელობა შეძლო თუ ვერა ბილეთის მოპოვება) კაპიტანი ბრუნდება ბაზაში და კვლავ გარბის ელემენტების მოსაპოვებლად. 

❗️მხოლოდ კაპიტანს შეუძლია ბილეთების თავისი ბაზიდან მთავარ ბაზამდე მიტანა. 

  • კაპიტანის სირბილისას ჯგუფის სხვა წევრები არ ჩერდებიან და ისინი კვლავ 3 მოსწავლით აგრძელებენ ბილეთებისკენ სირბილს.

❗️თუ ელემენტის ბილეთი მასწავლებლის მიერ არ იქნება ხელმოწერილი, მას არ მიიღებენ 

❗️ამასთან ერთად ბილეთი არ უნდა იყოს დახეული 

  ❗️ რომელიმე წესის მკაცრად დარღვევის შემთხვევაში ჯგუფს ჩამოაკლდება ქულა. 

❗️ თამაში გრძელდება 1სთ ან 1.30სთ_ის განმავლოვაში 

   
   თამაშში გამარჯვებულმა ჯგუფმა მიიღო თასი და სერთიპიკატები.