პროექტის დეტალი

მოსწავლეთა უფლებები, სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსის მიხედვით

გამოყვეყნების თარიღი: May 03, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ამ აქტივობის დაგეგმამდე გამოიკვეთა ის პრობლემა, რომ ბავშვებს არ ქონდათ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსის მიხედვით. ამიტომ გადავწყვიტეთ 8-დან მე-11 კლასის ჩათვლით ბავშვებისთვის მოგვემზადებინა და შემდეგ უკვე ჩაგვეტარებინა პრეზენტაცია ამ თემაზე, რადგან აგვემაღლებინა მათი ცნობიერება ამ მხრივ. პირველ რიგში მოვამზადე პრეზენტაცია ზემოთ ხსენებული დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საკმაოდ შრომატევადი იყო. უნდა გარდამექმნა მუხლები მარტივ ენაზე და ამომეკრიბა ამ დოკუმენტებიდან საჭირო ინფორმაცია. შემდეგ უკვე მოვამზადე განრიგი, რომლის მიხედვითაც ამ პრეზენტაციით შევიდოდით თითოეულ კლასში. განრიგში საათების განაწილების გარდა გავანაწილე ბავშვები რომლებიც ჩაერთვებოდნენ ამ აქტივობაში. საბოლოოდ, ბავშვებს მოეწონათ ჩვენი შეხვედრა და საინტერესო დისკუსიებიც გაიმართა. მათ აღნიშნეს რომ მსგავსი აქტივობა ნამდვილად საჭირო იყო ჩვენს სკოლაში.