ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღეს, აუცილებელია, ვისაუბროთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითოეული ჩვენგანის როლზე. სწორედ, ამის აღსანიშნავად სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში მოეწყო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა დაწებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით: ეროვნული და თანამედროვე ცეკვებით, მუსიკალური ნომრებითა და ლექსებით წარსდგნენ.
ასევე, ღონისძიების მსვლელობაში მეც აქტიურად ვიყავი ჩარტული,რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს წარვუდგინე სახალისო აქტივობა, ღონისძიების შესაჯამებლად.
ღონისძიების დასასრულს, ერთად ვიმღერეთ "ჯგუფი ყველას" სიმღერა სახელწოდებით "სამშობლო", და მივულოცეთ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!





















