პროექტი
პროექტის აღწერა
სსიპ.ვ.ბარნოვის სახელობის კოდის საჯარო სკოლის ჰელფინგ ჰენდის კლუბმა ჩაატარა ჭადრაკის ოლიმპიადა. თუმცა ოლიმპიადის ჩატარებამდე აუცილებელი იყო მოსწავლეების მომზადება და გაკვეთილების ჩატარება. რადგან ჭადრაკის თამაშის რამდენიმე წლიანი გამოცდილება მაქვს, მოსწავლეებს ჩავუტარე რამდენიმე გაკვეთილი სასკოლო სივრცეში და ონლაინ ჭადრაკის აპლიკაციის საშუალებით. საბოლოოდ ჩატარდა 2 დღიანი ოლიმპიადა და გამოვლინდა 3 გამარჯვებული. მოეწყო დაჯილდოვება და გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ წამახალისებელი სერთიფიკატები რომელიც დამზადებული იყო ჩემს მიერ.