პროექტის დეტალი

ვიტამინები და მისი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმში

გამოყვეყნების თარიღი: Jun 03, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

განვახორციელე პროექტი სახელწოდებით "ვიტამინები და მისი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმში".
გამოვიკვლიე რა იცოდნენ შედარებით მცირე წლოვანმა მოსწავლეებმა ვიტამინებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ცოდნის ამაღლების მიზნით, მოვაწყე საინფორმაციო შეხვედრა მათთან.მივაწოდე ინფორმაცია ვიტამინებისა და ადამიანის ორგანიზმისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ, მრავალფეროვანი რესურსებით დატვირთული პრეზენტაციით. ვისაუბრე C, E, D, A და სხვა ვიტამინებზე.
პრეზენტაციის დასასრულს, მცირეწლოვანი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესებში. მათ ვიტამინებით მორთეს ხე, რომელიც სიმბოლურად ვიტამინებისაგან გაღარიბებულ ადამიანის ორგანიზმს წარმოადგენდა.
წარმოდგენილი მქონდა საკვებიც ამ ვიტამინების შემცველობით, რათა ბავშვებს უკეთ დაემახსოვრებინათ თუ რომელი რას შეიცავს და რისი მიღებაა აუცილებელი.