პროექტი
პროექტის აღწერა
სკოლაში მოაწყეს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში ყოველ დღიურად სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობდა. გაიმართა ფილმების ჩვენება, კონფერენცია, სადაც 20 მოსწავლემ წარმოადგინა საკუთარი ნაშრომები და საკუთარი ცოდნა გაუზიარა მეგობრებს, მოეწყო ნახატების გამოფენა და ჩატარდა ტრენინგი ისტორიის მასწავლებლის მიერ. კვირეული დაგვირგვინდა საზეიმო ღონისძიებით. ახალგაზრდები შეიმოსნენ ტრადიციული სამოსით, შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ტრადიციული ცეკვები და სიმღერები, ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სინტერესო ინფორმაციები. ასევე შედარებით მცირეწლოვანმა ბავშვებმა წამოადგინეს თემატური პერფორმანსი.