გამარჯობათ,
მე ვარ დავითი, 15 წლის მოხალისე. 8 წლიდან ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, Helping Hand-ის ორგანიზაციას შემოვუერთდი 14 წლიდან.
მოხალისეობა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან პატარა ასაკიდანვე ვცდილობდი ჩემი დრო და ძალისხმევა საზოგადოების სასარგებლოდ გამომეყენებინა. Helping Hand-ის წევრობით კი, მივხვდი, რომ აქ მქონდა შესაძლებლობა ჩემი შრომა უფრო ორგანიზებულად, უფრო დიდ მიზნებსა და უფრო პროფესიონალურად დამეხარჯა.
ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას როგორიცაა: სოციალური, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური თუ კულტურული პრობლემები, რომელთან შეხებაც თითოეულ ჩვენგანს უშუალოდ გვიწევს. მე მჯერა, სწორედ ჩვენი თაობა – ჭკვიანები, კრეატიულები და მოტივირებულები არის სწორედ ის ძალა რომელიც შეძლებს ზემოთხსენებული გამოწვევების წარმატებით გადალახვას რადგანაც ჩვენს ხელშია უშრეტი ენერგია, იდეები და ძალა, მნიშვნელოვან ცვლილებათა განსახორციელებლად რათა ხვალინდელი დღე გავხადოთ გაცილებით უკეთესი. ვცდილობ სხვებთან ერთად ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო უკეთესი სამყაროს შექმნაში, ღრმად ვარ დაარწმუნებული რომ ერთმანეთის გვერდში დგომით უკეთ შევძლებთ ამ გამოწვევების გადალახვას.