9 აგვისტოს ჰელფინგ ჰენდის 5 მოხალისე ვეწვიეთ ბავშვთა დღის ცენტრს.
ჩვენი მიზანი ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი და ლაღი დღის შექმნა იყო.
ჩვენ მათთან ერთად შევასრულეთ წინასწარ დაგეგმილი სახალისო აქტივობები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ საუნდტრეკების მეშვეობით დისნეის ანიმაციების გამოცნობა. ბავშვებს ასევე მივუტანეთ ტკბილეული.
ბავშვები ძალიან აქტიურად ჩაერთვენენ ჩვენს აქტივობებში, გადალახეს სიმორცხვე და დასასრულისთვის უკვე თითოეული მათგანი ჩვენი პატარა მეგობარი იყო.
საბოლოო ჯამში ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. ჩვენ შევძელით ბავშვებისთვის კარგი მოგონებების დატოვება. ჩვენს აქტივობებში ჩაერთო 10-15 ბავშვი.
დრო - 1სთ 30 წთ