ჯორჯ ორუელი "1984"- ის პრეზენტაცია ქ.ვალის ბიბლიოთეკაში 5 სექტემბერს ქ.ვალის ბიბლიოთეკაში მოეწყო ჯორჯ ორუელის "1984"- ის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე განვიხილე ეს არაჩვეულებრივი დისტოპიური რომანი, რომელიც დაგაფიქრებთ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობთ. ის გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და, მათთვისვე შეუმჩნევლად, უსულო საგნებად იქცევიან. განვიხილე:
თუ რატომ მომწონს განსაკუთრებულად ეს რომანი;
ვისაუბრეთ რომანის ძირითად სიუჟეტზე:
იმ დროის ისტორიულ მოვლენებზე;
პიროვნული თავისუფლებისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაზე;
კონტროლირებადი სამყაროდან თავის დაღწევის დაუოკებელ წყურვილზე;
“1984 სამყაროსა” და თანამედროვე საზოგადოებას შორის თანხვედრაზე.