შეხვედრა V კლასელებთან. "საქართველოს მხარეების გაცნობა"
გამოყვეყნების თარიღი: Nov 06, 2024
ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი
პროექტის აღწერა
ქ.ვალის N1 საჯარო სკოლაში, Vბ კლასში ჩავატარე საინფორმაციო შეხვედრა/გაკვეთილი საქართველოს მხარეებისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ, განსაკუთრებით კი, ყურადღება გავამახვილე ყველაზე დიდ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეზე, ქართლზე.
მოსწავლეებს საინფორმაციო პრეზენტაციის მეშვეობით, სულ სხვა კუთხით დავანახე ეს მნიშნელოვანი რეგიონი. გაკვეთილის მსვლელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული თავად მოსწავლეები, რომლებმაც აჩვენეს რუკაზე ქართლის რაიონები და ამომწურავად გასცეს პასუხი ჩემს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. განვიხილეთ: ქართლის მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ერთიანი ქართული კულტურისა და ენის შექმნაში. აგრეთვე, მიმოვიხლეთ საოცარი ღირსშესანიშნაობები; მუზეუმები, რომლის ნახვაც შეუძლია ვიზიტორს და ამ სანახაობებით აღფრთოვანებულებმა დავგეგმეთ ჩვენი სამომავლო ექსკურსიაც!