პროექტის დეტალი

8 ნოემბერი- ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 08, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ამ თარიღთან დაკავშირებით, ქ.ვალის N1 საჯარო სკოლაში, ჩავატარეთ მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, V-XI კლასის მოსწავლეებმა მოვამზადეთ საინფორმაციო პრეზენტაციები, სადაც დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის როგორც პირადი, ასევე კარიერული ცხოვრება. აგრეთვე, V-VII კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. შეხვედრაზე ვისაუბრეთ: დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფია და მოღვაწეობა; ვისაუბრეთ მის ოჯახზე, და მისი მშობლების როლზე ილიას აღზრდის პროცესში; ილიას გამორჩეულ ნაწარმოებებზე; მწერლებზე, რომლებმაც შეძრწუნებით აღწერეს ილიას გარდაცვალება და ბოლოს, ხაზი გავუსვით ილიას ეპოქალურ დამსახურებას ქართველი ერის წინაშე. ღონისძიების დასასრულს კი, სიმღერა "ჩემო კარგო ქვეყანავ"-ის მეშვეობით შევაჯამეთ შეხვედრა.