პროექტის დეტალი

"თემის ელჩები:community ambassadors"-"დაგეგმე მომავალი ჩვენთან ერთად"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 09, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

აღნიშნული პროექტი განვახორცილე საინიციატივო ჯგუფთან ერთად ხაშურის ამერიკულ კუთხეში, პროექტი დაფინანსდა ამერიკის საელჩოს მიერ. ჩვენი პროექტი მდგომარეობდა შემდეგში: გვსურდა, რომ ხაშურელი ახალგაზრდებისთვის ჩაგვეტარებინა პროფორიენტაციის მიმართულებით რაიმე საინტერესო ღონისძიება, ამიტომაც გადავწყვიტეთ საქართველოს მასშტაბით მოგვეწვია უნივერსიტეტებიდან წარმომადგენლები(უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრი და ერთი სტუდენტი) რათა ხაშურელი აბიტურიენტებისთვის წარედგინათ უნივერსიტეტებს საკუთარი პროგრამები.
უშუალოდ ჩამოსვლა მოახერხა სამმა უნივერსიტეტმა(თსუ, საქართველოს უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დანარჩენი უნივერსიტეტები ოლაინ ჩაგვერთნენ შეხვედრაზე და ისე წარუდგინეს საკუთარი უნივერსიტეტების პროგრამები. აღნიშნული განვახორციელეთ "ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის"-ორგანიზაციის სივრცეში ხაშურში, აღნიშნული დღის დასრულების შემდეგ, სამმა უნივერსიტეტმა მიგვიწვია დასათვალიერებლად, ჩვენ შევარჩიეთ აღნიშნულ პროექტში ჩართული ახალგაზრდები და წავიყვანეთ თბილისში აღნიშნული უნივერსიტეტების დასათვალიერებლად და გასაცნობად(კავკასიის უნივერსიტეტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; თსუ).