თვითმმართველობის თავმჯდომარის წლიური ანგარიში
ჩემი გუნდის მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით, გავაკეთეთ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება, რომლებიც წარიმართა მთლიანი სასწავლო წლის განმავლობაში:
1. სპორტული ჩემპიონატები: მოვაწყვეთ სხვადასხვა სპორტის სახეობებში შეჯიბრებები, მათ შორის: ფეხბურთი, კალათბურთი, ბადმინტონი, ფრენბურთი და ჭადრაკი.
2. სკოლის მორთვა: მთელი ერთი დღის განმავლობაში მოვრთეთ სკოლა და შევქმენით ამაღლებული და სადღესასწაულო ატმოსფერო.
3. ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად? როდის?“: ჯერ შიდასასკოლოდ, შემდეგ კი 7 სკოლის მონაწილეობით ჩავატარეთ საინტერესო და მაღალინტელექტუალური შეჯიბრები.
4. პრეზენტაციები: მოვამზადეთ და წარვადგინეთ სხვადასხვა თემატური პრეზენტაციები, მათ შორის სკოლის შინაგანაწესზე.
ასევე მხიარული სტარტები და ა.შ.