"სიკეთე გადამდებია"
გამოყვეყნების თარიღი: Nov 14, 2024
ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი განვახორციელე ამავე წლის 14 დეკემბერს. პროექტის სახელწოდებაა “სიკეთე გადამდებია.” პროექტი მოიცავდა მერიაში მისვლას, პროექტის წარდგენას, დაფინანსების მოპოვებას,საჭირო პროდუქტებისა და ნივთების შეგროვება და ვიზიტს რაც ჯამში 14-15საათი დასჭირდა. ამ ინიციატივის მიზანი იყო მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანებისთვის საჭირო ნივთების მიწოდება და მათი სოციალური იზოლაციის შემსუბუქება. ვიზიტით და საჩუქრებით ვცდილობდითთ მათთვის სითბო და მხარდაჭერა გაგვეზიარებია, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო პოზიტიურსა და სასიამოვნოს გახდიდა. პროექტის მიზანი იყო; უფროსი ასაკის ადამიანების მხარდაჭერა და სოციალური ჩართულობის გაზრდა, რაც ასევე ხელს შეუწყობდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთობის დამყარებას. “სიკეთე გადამდებია” ცდილობს, გააცნობიეროს საზოგადოების წევრებმა სიბერის პატივისცემა და იზრუნონ მოხუცებზე. დაგეგმილი აქტივობებიიყო: საჭირო ნივთების შეგროვება: ორგანიზება ჩატარდება წინასწარ, სადაც მოხალისეები და მონაწილეები შეაგროვებდნენ საჭირო ნივთებს, როგორიცაა ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები და ასევე სტუმრობა თავშესაფარში.
მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობის დღეს, პროექტის მონაწილეების ჩართულობით დავურიგეთ ეს ნივთები მოხუცებს. ეს იყო თბილი შეხვედრა, მოხუცებს ვაჩუქეთ ჩვენი დრო, ყურადღება და მზრუნველობა.