პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტის სახელი: “ელემენტი – მავნე ენერგია” მიზანი: დაამყაროს ელემენტების სწორად გადაყრის კულტურა და საზოგადოებაში გაზარდოს ცნობიერება მათი ზიანის შესახებ. მთავარი აქტივობები: 1. ელემენტების შეგროვების პუნქტების შექმნა სკოლებში, საჯარო სივრცეებსა და მაღაზიებში. 2. საგანმანათლებლო კამპანია – ლექციები და პრეზენტაციები ელემენტების ნარჩენების მავნებლობაზე.3. მოხალისეობრივი აქციები ელემენტების შეგროვებისა და გადამუშავებისთვის. 4. ქსელური თანამშრომლობა გადამამუშავებელ კომპანიებთან. შედეგი: გაუმჯობესებული ეკოლოგიური გარემო და მოსახლეობის ჩართულობა ნარჩენების მართვაში.