ამ დღის აღსანიშნავად სსიპ-ქ.ვალის #1 საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: VII; VIII ;IX;XI კლასის მოსწავლეები.
ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ პრეზენტაციები ტოლერანტობასა და მრავალფეროვნების შესახებ; ასევე, წარმოდგენილი გვქონდა პოსტერები და ნახატები, სადაც ნათლად ჩანდა ჩვენი თვალით დანახული ტოლერანტობა.
XI კლასის მოსწავლე ლადო სტეფანიანმა შემოგვთავაზა ვიდეორგოლი, სადაც აღწერა მისი დამოკიდებულება შემწყნარებლობისადმი. ამასთანავე, დავამზადეთ ბუკლეტები და დავურიგეთ დამსწრე საზოგადოებას. ასევე, შეხვედრის გასახალისებლად და შესაჯამებლად VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს მცირე სპექტაკლი, სადაც სპექტაკლის პირველ ნაწილში ჩანდა ეთნიკურად განსხვავებული გოგონას ჩაგვრა, ხოლო სცენარის მეორე ნაწილში უშუალოდ ჩანდა თუ როგორ ინტეგრირდა და ჩაერთო გოგონა სასკოლო და საკლასო ცხოვრებაში, რაშიც თავად მოსწავლეებმა შეუწყეს ხელი.
ამ წარმოდგენით მათ ხაზი გაუსვეს ტოლერანტობის და შემწყნარებლობის აუცილებლობას.
ბოლოს, განვიხილეთ წარმოდგენა და ორიოდე სიტყვით შევაჯამეთ ეს მნიშვნელოვანი დღე.


















