25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
გამოყვეყნების თარიღი: Nov 15, 2024
ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი
პროექტის აღწერა
2024 წლის 26 თებერვალს, სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახში ჩატარდა საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ჩემი ინიციატივით.
ღონისძიების მსვლელობისას ვაჩვენეთ ვიდეო მასალა - ისტორიული კადრები, მარო მაყაშვილის დღიურები... ოთახში გამოფენილი იყო დოკუმენტური კადრები და ნახატები ოკუპაციის თემაზე.
მონაწილეებმა გაიხსენეს ის ავადსახსენებელი დღეები, როდესაც წითელმა არმიამ ,,სისხლითა და ცხედრებით დააცოდვილა ქართული მიწა- წყალი..
,,ეს დღე ყოველთვის ასოცირდება თავისუფლების დაკარგვასთან... დიდება ქართველი იუნკერებისა და ზვარაკად შეწირული არაერთი გმირის სახელს!" - ითქვა ღონისძიების ბოლოს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო IX,X კლასის 15-მდე მოსწავლემ.

