სოფელ შრომის საჯარო სკოლაში სტუმრად მოვიწვიე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლები. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და გაიარეს პირველი დახმარების თეორიულ-პრაქტიკული კურსი. შეხვედრას ესწრებოდა 10 მოსწავლე. მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა შემდეგ თანატოლებსა და სოფლის მცხოვრებლებს გაუზიარეს პროექტის ,,ცოდნა-უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში. ჯამში პროექტით სარგებლობა მიიღო 500-მდე ადამიანმა.



