პანკისის ამერიკული თაროს, თელავის ამერიკული კუთხის და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ჩავატარეთ ტრენინგები, მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანი იყო პანკისის ხეობაში და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მათი სხვადასხვა უნარების განვითარება მათ შორის: საჯარო გამოსვლის და სიტყვით გამოსვლის უნარები, დებატების უნარები, კრიტიკული აზროვნება, ყალბი ინფრომაციების გარჩევის უნარები და სხვა მნიშვნელოვანი უნარ ჩვევები რაც მათ სამომავლოდ გამოადგებათ. ძირითადად საინფორმაციო შეხვერდები ტარდებოდა და სხვადსხვა საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები, რომლებსაც ვაორგანიზებდი მე, როგორც პროექტის ავტორი და მოწვეული გვყავდა უამრავი საინტერესო პიროვნება, ტრენერები, ცნობილი ახალგაზრდები, დიპლომატები და ა.შ.
პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ცნობიერება აუმაღლდათ შემდეგ საკითხებზე:
ბულინგი
გენდერული თანასწორობა
კიბერ უსაფრთხოება
გარემოს დაცვა
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები
სოციალური მედია და მედია წიგნიერება
მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია
პროექტის თარიღები: 20/01/2024 - 01/06/2024
პროექტის მიმდინარეობის ადგილმდებარეობა: კახეთის რეგიონი და ახმეტის მუნიციპალიტეტი, პანკისის ხეობა.
სამიზნე აუდიტორია: 13-18 წლამდე 20-30 ქისტი და ქართველი ახალგაზრდები.