სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ხორციელდება პროექტი : "დეკორატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა". პროექტის ფარგლებში მოსწავლეების ჩართულობამ მოლოდინს გადააჭარბა, ვინაიდან მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალი იყო. მე კი როგორც, ამ პროექტის მოხალისე და სკოლის სამოქალაქო კლუბის და მოსწავლეთა თვითმართველობის თავჯდომარე აქტიურად ვიყავი ჩართული და მოსწავლეებიც ჩავრთე. ქარგვის, როგორც ხელსაქმის შესწავლა საკმაოდ მნიშვნელოვანია ტრადიციების შენარჩუნების კომპონენტში. მოწვეულმა ექსპერტმა მოსწავლეებს ამომწურავად მიაწოდა ინფორმაცია დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილის მახასიათებლებზე და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.
აღნიშნული პროექტი მე და ჩემმა პედაგოგმა მედეა ბორჩაშვილმა განვახორციელეთ გოგოების გაძლიერების მიზნით. პროექტში ჩართულები იყვნენ 30-35, 14-17 წლამდე გოგოები.
პროექტი მიმდინარეობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში და სოფელ წინუბნის დაწყებით საჯარო სკოლაში. გოგონები დაეუფლნენ თექაზე მუსაობას და შექმნეს სხვადასხვა ნივტები, პროექტის ბოლოს კი მოვაწყვეთ გამოფენა.
პროექტი მიმდინარეობდა: 10/03/2024 - 15/05/2024
