2024 წლის, 19 ნოემბერს ესტონეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში პანკისის ამერიკულ თაროში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: გაცვლითი პროგრამები.
ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
პანკისელმა ახალგაზრდებმა მიიღეს საკმარისი ცოდნა გაცვლით პროგრამებზე.
ტრენინგი დაორგანიზდა პანკისის ამერიკული თაროს მოხალისეების მიერ, რომელთაგან მე ვარ ერთერთი.
ჩატარდა ორი სემინარი, ორი ჯგუფისთვის, სადაც მონაწილეობას იღებდა 10 პედაგოგი და 60 ახალგაზრდა.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება დასავლეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე.
ტრენინგის ჩასატარებლად მოვიწვიეთ, სოფიო არსენიშვილი - საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში.


