პროექტის დეტალი

კამპანია: ,,ერთად ბუნების დასაცავად"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 1-3 აგვისტოს განმავლობაში, ხუთმა მოხალისემ განვახორციელეთ კამპანია ,,ერთად ბუნების დასაცავად". 
ინიციატივა განხორციელდა პანკისის ამერიკული თაროს და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.
ვესტუმრეთ პანკისის ხეობის ტყის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც არის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი, ვისაუბრეთ ამ ძეგლზე, მის მნიშვნელობაზე (დაბალგორას ამფითეატრი და მეორე მსოფლიო ომის მეორიალი, 1985-1986 წწ-ში აშენებული), მოვაწყვეთ დასუფთავების აქცია და სხვადასხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობები.
ინიციატივაში ჩართული იყო 30 ქისტი და ქართველი ახალგაზრდა. ჩვენს მიზანს ასევე წარმოადგენდა ამ ახალგაზრდების დაახლოება და ინტეგრირება ერთმანეთთან.