2024 წლის 11 ივლისს, პანკისის ამერიკულ თაროს სტუმრობდნენ ამერიკისა და ევროპის ტოპ უნივერსიტეტების 15-20 მდე დოქტორანტურისა და მაგისტრის სტუდენტები, ჩვენი, როგორც ადგილობრივი მოხალისეების მოწვევით.
შეხვედრა იყო საინტერესო და შთამბეჭდავი.გაიმართა დისკუსია მათთვის საინტერესო თემებზე.
დისკუსიაში პანკისის ხეობიდან და ახმეტიდან მონაწილეობას იღებდა 14-19 წლამდე 25 ახალგაზრდა.
შეხვედრა ჩატარდა როდი სკოტის სახელობის ფონდში.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, უცხოური განათლების დადებით მხარეებზე და საუნივერსიტეტო პროგრამებზე. უცხოელ სტუდენტებთან მეგობრობას და თანამშრომლობას აქტიურად ვაგრძელებთ.


