გამოყვეყნების თარიღი: Nov 21, 2024
ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი
პროექტის აღწერა
2023 წლის 29 დეკემბერს, პანკისელმა და თელაველმა მოხალისეებმა, თელავის და პანკისის ამერიკული სივრცეებთან თანამშრომლობით განვახორციელეთ წინასაახალწო ამერიკული ტიპის აქტივობებით გამართული ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიირეს ტელაველმა ქართველმა და პანკისელმა ქისტმა ახალგაზრდებმა, მათი რაოდენობა ჯამში იყო 30-მდე.
ღონისძიების ფარგლებში ჩავატარეთ სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობები. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების დაახლოება ერთმანეთთან, მათი ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, ასევე ცნობიერების ამაღლება თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ამერიკაში და შედარება ქართულ ახალ წელთან. ღონისძიება გამოდგა საინტერესო და შედეგიანი.