2024 წლის 19 იანვარს ახმეტის ინოვაციების ცენტრი სტუმრობდა პანკისის ამერიკულ თაროს, სოფელ დუისში.
აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული იყო ჩემს მიერ, ამერიკულ სივრცესთან და ინოვაციების ცენტრთან თანამშრომლობით.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს ახმეტის ინოვაციების ცენტრის აქტივობების და ღონისძებების შესახებ ინფორმაცია, გაეცნენ მიმდინარე და დაგეგილ ტრენინგებსა თუ ვორქშოფებს.
დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი აქტივობებიც. შეხვედრა ჩატარდა პანკისის ამერიკულ თაროში, რომელსაც ესწრებოდა 20-მდე მოსწავლე.

