პროექტის დეტალი

მოხალისე მაწავლებელი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 21, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მოხალისეობრივი საქმიანობთ მომუშავე ორგანიზაცია ,,Glowo Club"-მა განახორციელა პროექტი ,,გახდი მოხალისე მასწავლებელი". პროექტის მიზანი უცხო ენისა და მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია იყო.ორგანიზატორებს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეები დაჯგუფებული ჰყავდათ. თითოეულ ჯგუფში ხუთი მოსწავლე იყო.მე პირადად მოტივირებული,გონიერი და შრომისმოყვარე  მოსწავლეები შემხვდა.რომლებიც ორიენტირებული იყვნენ ახალი ინფორმაციის მიღებაზე და მის გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში ,დამეთახმებით უცხო ენის ცოდნე მეტად მნიშვნელოვანია მითუმეტეს ინგლისურის, რომელიც  , როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო ენაა.
აღნიშნული  პროექტის წყალობით მომეცა შესაძლებლობა გამეცნო მონდომებული ახალგაზრდები და წვლილი შემეტანა მათ განვითარებაში .
ამ პროექტის საშუალებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ ცოდნის გაცემა უსასყიდლოდ უფრო სასიამოვნოა .
მოცემულმა პროექტმა ორგანიზაცია მეტად ცნობილი გახადა,დაინტერესებულმა მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ინგლისური ენის დონე , რაც შემეხება მე ,აღმოვაჩინე ახალი უნარები საკუთარ თავში.